საქართველოში Waste Expo 2020 გაიმართა

USAID/CENN ნარჩენების მართვის პროგრამის, ამერიკის სავაჭრო პალატისა (AmCham) და ნარჩენების მართვის ასოციაციის (WMA) თანამშრომლობით, საქართველოში Waste Expo 2020 უკვე მეორედ გაიმართა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, გამოფენაში მონაწილეობა საქართველოში არსებული ნარჩენების გადამმუშავებელმა და შემგროვებელმა 14 კომპანიამ მიიღო.

მონაწილეებს სიტყვით საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, სოლომონ პავლიაშვილმა მიმართა და აღნიშნა, რომ საქართველომ ნარჩენების მართვის სექტორის განვითარებაზე აქტიური მუშაობა დაიწყო და მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა. მინისტრის მოადგილემ, საერთაშორისო მხარდაჭერაზე ისაუბრა და გადამმუშავებელი სექტორის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

„ნარჩენების გადამმუშავებელი კომპანიების საქმიანობა ქართულ ეკონომიკაში ცირკულარული ეკონომიკის განვითარების საფუძველია. ეს არის მოდელი, რომელიც ჩვენი ქვეყნის განვითარებაში პრიორიტეტული უნდა იყოს“, - განაცხადა სოლომონ პავლიაშვილმა.

ღონისძიება ამერიკის სავაჭრო პალატის პრეზიდენტმა, მაიკლ ქაუგლიმ გახსნა. ღონისძიებას აღმასრულებელი დირექტორი, ჯორჯ ველტონი ხელმძღვანელობდა.

გამოფენაზე დამთვალიერებლებმა საქართველოს ნარჩენების მართვის ასოციაციისა და მისი წევრი კომპანიების საქმიანობის შესახებ მიიღეს ინფორმაცია, გაეცნენ გადამუშავების ტექნოლოგიებს.

გამოფენის გახსნის ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, CENN-ის აღმასრულებელი დირექტორი ნანა ჯანაშია, ნარჩენების მართვის ასოციაციის პრეზიდენტი გიორგი გულიაშვილი და ამერიკის სავაჭრო პალატის 60-მდე წევრი კომპანია.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა