ფოთის ჰოსპიტალში კისრის არეში შემავალი ჭრილობით ახალგაზრდა მამაკაცი შეიყვანეს

ფოთის ჰოსპიტალში კისრის არეში შემავალი ჭრილობით ახალგაზრდა მამაკაცი შეიყვანეს. არსებული ინფორმაციით, მამაკაცმა დაზიანება ერთ-ერთ ტერმინალზე მიიღო, მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

ექიმების ინფორმაციით, პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.

„პორტის სასწრაფო დახმარების მიერ მოყვანილია 39 წლის მამაკაცი. აღენიშნება შემავალი ჭრილობა კისრის არეში მარცხნივ და გულმკერდის ტრავმა. მოთავსებულია რეანიმაციულ განყოფილებაში, გადაყვანილია მართვით სუნთქვაზე, უტარდება შესაბამისი მკურნალობები. არ ვიცით, როგორ მიიღო მან ეს დაზიანებები, რადგან პაციენტთან გასაუბრება ვერ მოვასწარით, მართვით სუნთქვაზე იქნა სასწრაფოდ გადაყვანილი“, -განაცხადა ჰოსპიტალის ექიმმა გურანდა თევზაძემ.

როგორც ,,ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც შრომის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამინის მძიმე დაზიანება გამოიწვია.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა