ანონსი  29 თებერვალი

29 თებერვალს, 11.00 საათზე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ბრიფინგი გაიმართება.

თემა: ანტიკორუფციული სააგენტოს მიერ გახსნილი საქმე.

მის: ვაჟა-ფშაველას გამზ.72.

29 თებერვალს, 13:00 საათზე, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე ბრიფინგს გამართავს.

მის: ასათიანის ქ.9

29 თებერვალს, 13:00 საათზე, სასტუმრო „ბილტმორში“, საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება მედიის წარმომადგენლებისთვის საინფორმაციო შეხვედრას გამართავს.

თემა: შეხვედრაზე განხილული იქნება რისკ-კომუნიკაცია და უსაფრთხოების წესები. საინფორმაციო შეხვედრა მიეძღვნება საქართველოში კორონავირუსთან (COVID-19) დაკავშირებით შექმნილ სიტუაციას.

საკონტაქტო პირი: ანუკი ტალახაძე- 555 50 00 88

29 თებერვალს, 13:00 საათზე, „ლეიბორისტული პარტიის“ ცენტრალურ ოფისში, ბიოლოგიის მაგისტრი, დაავადებათა კონტროლის ცენტრის ყოფილი თანამშრომელი და „ლეიბორისტული პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერი ლაშა ჩხარტიშვილი საგანგებო ბრიფიინგს გამართავს.

საკონტაქტო: ელენე ბერიძე- 593 544 333

29 თებერვალს, 15:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში თსუ მედიცინის ფაკულტეტის ინფექციური დაავადებებისა და კლინიკური იმუნოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის დირექტორის, პროფესორ თენგიზ ცერცვაძის საჯარო ლექცია: „SARS-CoV-2 ით გამოწვეული ინფექცია (COVID-19)” - ახალი კორონავირუსი“ გაიმართება.

მის: თსუ I კორპუსი, ი. ჭავჭავაძის გამზირი #1, 107-ე აუდიტორია

29 თებერვალს, 16:00 საათზე, სასტუმრო „რადისონ ბლუ ივერიაში“ იშვიათი დაავადებების მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი რიგით მე-11 ღონისძიება გაიმართება, რომელიც გენეტიკური და იშვიათი დაავადებების საქართველოს ფონდის (GeRaD) მხარდაჭერით ეწყობა და მოწვეული არიან ჯანდაცვის სტრუქტურის წარმომადგენლები.

29 თებერვალს, 18:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრე-აქსელერაციის პროგრამის JET29 გამარჯვებულები გამოვლინდებიან.

მის: გაგარინის 29ა, საქართველოს ბანკის სათაო ოფისის ფოიე

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა