ქვემო ქართლში სამელიორაციო ინფრასტრუქტურის 6 სარეაბილიტაციო პროექტი ხორციელდება

ამჟამად ქვემო ქართლში სამელიორაციო ინფრასტრუქტურის 6 სარეაბილიტაციო პროექტი ხორციელდება, რომლის დასრულების შემდეგ დამატებით 2 900 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი მოირწყვება, ხოლო სარწყავი წყლის მიწოდება 4 ათას ჰექტარზე მეტ სავარგულზე გაუმჯობესდება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, ქვემო ქართლში მიმდინარე და დაგეგმილი სამელიორაციო ინფრასტრუქტურული სარეაბილიტაციო პროექტები და საექსპლუატაციო ღონისძიებები განიხილეს საქართველოს მელიორაციის გენერალურმა დირექტორმა, დავით წითლიძემ და ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, შოთა რეხვიაშვილმა რეგიონის მუნიციპალიტეტების მერებთან შეხვედრაზე.

მათივე ინფორმაციით, დავით წითლიძემ მუნიციპალიტეტების მიხედვით ადგილობრივ ხელისუფლების წარმომადგენლებს მიაწოდა ინფორმაცია იმ პროექტებზე, რომელსაც საქართველოს მელიორაცია ახორციელებს. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა პროექტებთან დაკავშირებით თავიანთი მოსაზრებები გამოთქვეს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა