აჭარის ტელევიზიისა და რადიოს საინფორმაციო სამსახურის უფროსი შორენა ღლონტი თანამდებობიდან გაათავისუფლეს

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს საინფორმაციო სამსახურის უფროსი შორენა ღლონტი ტელევიზიის დირექტორის გიორგი კოხრეიძის გადაწყვეტილებით გათავისუფლებულია.

აჭარის მაუწყებლის ინფორმაციით, შორენა ღლონტი არხზე, სხვა თანამდებობაზე იქნება დანიშნული.

"ახალი ამბების სამსახურის უფროსის, შორენა ღლონტის გადაცდომასთან დაკავშირებით დასრულებულია მოკვლევა და იგი გათავისუფლებულია დაკავებული თანამდებობიდან. გათავისუფლების საფუძვლის გაცნობა შეუძლიათ დაინტერესებულ პირებს. მზად ვარ ქალბატონ შორენას შევთავაზო ისეთი პოზიცია, სადაც მას არ ექნება მსგავსი გადაცდომის შესაძლებლობა და მიეცემა პროფესიული საქმიანობის გაგრძელების საშუალება'', - წერია დირექტორის გიორგი კოხრეიძის განცხადებაში.

ასევე გავრცელებული ინფორმაციით, მაუწყებელს ერთ-ერთი ახლად არჩეული რედაქტორი ნინო ხაჟომია ტოვებს. სად გააგრძელებს ნინო ხაჟომია პროფესიულ საქმიანობას, ჯერჯერობით უცნობია. თუმცა დაუდასტურებელი ინფორმაციით, იგი აჭარის ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურის უფროსის პოზიციაზე მოიაზრება.

ცნობისთვის, აჭარის ტელევიზიაში მიმდინარე პროცესებში ჟურნალისტები "ქართული ოცნების" კვალს ხედავენ, მათ მიაჩნიათ, რომ ახლად არჩეული დირექტორი კონკრეტულ ადამიანებს დევნის და სარედაქციო პოლიტიკის შეცვლას ცდილობს. რასაც თავის მხრივ დირექტორი გიორგი კოხრეიძე უარყოს და განმარტავს, რომ არხის განვითარებისთვის ცლილებები იგეგმება.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა