ზუგდიდში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს

ზუგდიდში ახალგაზრდა მამაკაცი, სავარაუდოდ, ბასრი საგნით დაჭრეს. მას ამ წუთებში ოპერაცია უტარდება.
როგორც "ინტერპრესნიუსს" ზუგდიდის ჰოსპიტალში განუცხადეს, მამაკაცს ჭრილობები გულმკერდის და მუცლის არეში აღენიშნება.
მომხდართან დაკავშირებით შს სამინისტრომ გამოძიება 117-ე მუხლის, პირველი ნაწილით დაიწყო.

























