აუდიტის სამსახური - „სარაგბო კლუბ ბათუმში” ერთი ადამიანი სამ თანამდებობაზე-მასაჟისტად, დაცვის უფროსად და ბავშვთა მწვრთნელად არის დასაქმებული

სახელმწიფო აუდიტის ანგარიშის თანახმად, შპს „სარაგბო კლუბ ბათუმში” ერთი ადამიანი სამ თანამდებობაზე-მასაჟისტად, დაცვის უფროსად და ბავშვთა მწვრთნელად არის დანიშნული.

აჭარის ა/რ და ბათუმის მუნიციპალიტეტის წილობრივად მოქმედ საწარმოებში საწესდებო კაპიტალის ფორმირებისა და საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აუდიტის ანგარიშიდან ირკვევა, რომ შპს „სარაგბო კლუბ ბათუმის“ საშტატო ერთეულით გათვალისწინებულ სხვადასხვა თანამდებობაზე დასაქმებული არიან შესაბამისი კვალიფიკაციის არმქონე პირები, მათ მიერ განხორციელებულ მომსახურებაზე არ არის წარმოდგენილი მომსახურების ფაქტობრივად გაწევის დამადასტურებელი მტკიცებულება, თუმცა კლუბს გაცემული აქვს ანაზღაურება.

“ მასაჟისტის თანამდებობაზე დასაქმებული პირი, ამავდროულად დანიშნული იყო დაცვის უფროსად და ბავშვთა მწვრთნელად და გაცემულია შრომის ანაზღაურება 4,750 ლარი, თუმცა არ არის წარმოდგენილი მწვრთნელის კვალიფიკაციის დამადასტურებელი და მწვრთნელისათვის გათვალისწინებული მომსახურების ფაქტობრივად შესრულების დამადასტურებელი მტკიცებულებები. შესაბამისი დასაბუთების გარეშე, ჯამში ორ პირზე გაცემულია ანაზღაურება 13,000 ლარი. აღნიშნული გარემოება წარმოშობს შპს-ის ფულადი სახსრების არამიზნობრივად ხარჯვის რისკებს",-აღნიშნულია აუდიტის ანგარიშში, რომელიც 2017-2018 წლებს მოიცავს.

ამასთან, აუდიტის სამსახური სარაგბო კლუბის მიერ თანხების არამართლზომიერად განკარგვის რისკზე მიუთითებს, რადგან 2-ჯერ თბილისში და ერთხელ ქუთაისში მივლინების ხარჯებისათვის კლუბის მიერ ჯამში გადახდილია 8,636 ლარი თუმცა მივლინების პერიოდში მივლინებულ ადგილზე სპორტული ღონისძიების დაგეგმვა, ფაქტობრივად ჩატარება და გუნდის ფაქტობრივი მონაწილეობა არ დგინდება",-ნათქვამია აუდიტის სამსახურის ანგარიშში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა