თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ თეთრიწყლებთან გაჩენილი ხანძრის ჩაქრობა მეორე დღეა ვერ ხერხდება

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ თეთრიწყლებთან მეორე დღეა ხანძარს ებრძვიან. ამ დრომდე ვერ ხერხდება ცეცხლის ლიკვიდაცია. ხანძარსაწინააღმდეგო სამუშაოებს ძლიერი ქარი და რთული რელიეფი აფერხებს.

თელავის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის, თეთრიწყლების ადმინისტრაციულ ერთეულში, გიორგი ქიბიშაურის თქმით, ადგილზე მძიმე ტექნიკის მიყვანა ვერ ხერხდება და მეხანძრე-მაშველებს ფეხით მოუწიათ მისვლა.

მისივე ინფორმაციით, ძირითადად დამწვარია ტყის ქვედა საფარი და გამხმარი ხეები. ჯერჯერობით უცნობია რამ გამოიწვია ხანძარი და რა რაოდენობის ფართობია დამწვარი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა