მანდატურის სამსახური - ყველა რეკომენდაცია, რომელიც აუდიტის სამსახურმა 2018 წელს არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით შეიმუშავა, უკვე შესრულდა ან შესრულების პროცესშია

ყველა ის რეკომენდაცია, რომელიც სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა 2018 წელს არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით შეიმუშავა, მანდატურის სამსახურის მიერ უკვე შესრულდა ან შესრულების პროცესშია, - ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს“ სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურიდან სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშის საპასუხოდ აცნობეს.

როგორც უწყებაში აცხადებენ, კონკრეტული სამოქმედო გეგმა სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურმა სახელმწიფო აუდიტის სამსახურს გადაუგზავნა.

“სამსახური ყურადღებით გაეცნო სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ ჩატარებულ უსაფრთხო საგანმანათლებლო გარემოს უზრუნველყოფის 2016-2018 წლების ეფექტიანობის ანგარიშს.

მოგეხსენებათ, მანდატურის სამსახურში 2018-2019 წლებიდან დაიწყო მნიშვნელოვანი რეფორმირების პროცესი, რომელიც მოიცავს სასკოლო უსაფრთხოების, ასევე, პრევენციისა და ფსიქო-სოციალური მომსახურების გაძლიერების კომპონენტებს. შესაბამისად, ყველა ის რეკომენდაცია, რომელიც სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა 2018 წელს არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით შეიმუშავა, მანდატურის სამსახურის მიერ უკვე შესრულდა ან შესრულების პროცესშია.

კონკრეტული სამოქმედო გეგმა სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურმა სახელმწიფო აუდიტის სამსახურს გადაუგზავნა“, - ნათქვამია მანდატურის სამსახურის განცხადებაში.

ცნობისთვის, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშის თანახმად, საქართველოში არსებული სკოლების ნახევარში, 1161 სკოლაში არ არის მანდატური, უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირი და ვიდეოკამერები.

უსაფრთხო საგანმანათლებლო გარემოს უზრუნველყოფის ეფექტიანობის აუდიტის ანგარიშის თანახმად, 2018 წლის მონაცემებით, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მხოლოდ 21%-ია უზრუნველყოფილი მანდატურით. სკოლების 44% აღჭურვილია ვიდეოკამერებით და აღნიშნული სკოლები ასევე უზრუნველყოფილია მანდატურით.

ამავე ანგარიშის თანახმად, ამასთან, ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრებით არ არის უზრუნველყოფილი ყველა რეგიონი და ცენტრებში დასაქმებული პერსონალის რაოდენობა არ შეესაბამება მათ დატვირთვას, კერძოდ, არ შეესაბამება ცენტრში დაფიქსირებულ მიმართვიანობას.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა