ამირან გამყრელიძის განცხადებით, ჩინეთში კორონავირუსის როგორც ახალი შემთხვევების, ასევე სიკვდილიანობის კლებაა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ჩინეთში კორონავირუსის, როგორც ახალი შემთხვევების, ასევე სიკვდილიანობის კლება აღინიშნება.

როგორც გამყრელიძემ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, ამ დროის მონაცემებით, კორონავირუსის ახალი შემთხვევა 51 ქვეყანაშია დაფიქსირებული.

„საერთო სტატისტიკა რომ შევაჯამოთ, ასეთი გახლავთ - ჩინეთში მიმდინარეობს ახალი შემთხვევების კლება, ასევე კორონავირუსული ინფექციით გამოწვეული სიკვდილიანობის სერიოზული კლებაა, მაგრამ ჩინეთს გარეთ დღეს უკვე 51 ქვეყანაშია დაფიქსირებული ეს ახალი კორონავირუსული ინფექცია და ჯერჯერობით, გვაქვს ზრდის დინამიკა. განსაკუთრებით ინტენსიურია ეს ზრდის დინამიკა სამხრეთ კორეაში, იტალიასა და ირანში. განსაკუთრებით, ირანში აღინიშნება სიკვდილიანობის მაღალი პროცენტი. ოფიციალური მონაცემებით, 388 ადამიანია ირანში ინფიცირებული და 34 სიკვდილის შემთხვევაა“, - განაცხადა გამყრელიძემ.

მისივე განმარტებით, განსაკუთრებული ყურადღება ექცევათ იტალიიდან საქართველოში შემოსულ ადამიანებს, რომლებიც ძირითადად, ქართველები არიან.

„საქართველოში ამ ეტაპზე ჩვენთვის განსაკუთრებით საფრთხილოა ყველა მაღალდასენიანებული ქვეყნებიდან შემოსვლის ალბათობა. იცით, რომ სერიოზული ბარიერია დაწესებული ირანიდან შემოსულ ადამიანებზე, ჩინეთიდან შემოსულ ადამიანებზე, რომლებიც გადადიან თვითიზოლაციაში თუ არაფერი სიმპტომები არ აქვთ, ხოლო თუ სიმპტომები აქვთ, გადაყვანილი იქნებიან საავადმყოფოში. ასევე განსაკუთრებული ყურადღებაა იტალიიდან შემოსულ ადამიანებზე, რადგან იტალიიდან ძირითადად, ბრუნდებიან ჩვენი თანამემამულეები, ანუ ქართველები, ამიტომ მათ ყველას თვითიზოლაცია ერჩევათ“, - განაცხადა გამყრელიძემ.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა