თბილისის საქალაქო სასამართლომ, პრევენციის მიზნით უსაფრთხოების შესაბამისი სანიტარული პროცედურები განახორციელა

კორონავირუსის პრევენციის მიზნით, თბილისის საქალაქო სასამართლოში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა. აღნიშნული ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს“ თბილისის საქალაქო სასამართლომ მიაწოდა.

როგორც სასამართლოს ინფორმაციაშია აღნიშნული, შენობის საჯარო სივრცეები, კერძოდ მოქალაქეთა მომსახურების ცენტრი, სასამართლოს კორიდორები და სხდომათა დარბაზები, ასევე სასამართლოს დროებითი მოთავსების საკნები სპეციალური სადეზინფექციო საშუალებებით დამუშავდა.

სამუშაოები დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციის საფუძველზე განხორციელდა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა