ფოთის მუნიციპალიტეტში ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით, საკოორდინაციო საბჭო შეიქმნა

ფოთის მუნიციპალიტეტში ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღკვეთის ღონისძიებებისა და ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადების შემთხვევებზე ოპერატიული რეაგირებისათვის საკოორდინაციო საბჭო შეიქმნა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ფოთის მერიის პრესსამსახურიდან აცნობეს, საბჭოს მუშაობაში მერიის სამსახურების, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის, განათლების რესურსცენტრის, სკოლამდელი გაერთიანების და სხვა აიპების ხელმძღვანელები არიან ჩართული.

მათი ინფორმაციით, ფოთის მუნიციპალიტეტის მერის გოჩა კურდღელიას ხელმძღვანელობით, საბჭოს პირველი სხდომა გაიმართა. საბჭოს გადაწყვეტილებით, პროფილაქტიკის მიზნით, სკოლებში, სკოლამდელ, სკოლისგარე დაწესებულებებსა და სახელმწიფოებრივ უწყებებში, აგრეთვე საზოგადოებრივ ტრანსპორტში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდება.

საგაზაფხულო არდადეგები სკოლებსა და სკოლამდელ დაწესებულებებში 9 მარტის ნაცვლად, 2 მარტიდან დაიწყება და 16 მარტამდე გაგრძელდება.

საბჭოს სხდომაზე კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღინიშნა, რომ პანიკის საფუძველი არ ქალაქში არ არსებობს. დაიგეგმა ღონისძიებები საჭიროებისამებრ გასატარებლად.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა