საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე - აქტიური კომუნიკაცია გრძელდება საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამემამულეებთან და საქართველოში მგზავრობის მსურველებთან

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო კორონავირუსის გავრცელების პრევენციის საკითხზე კოორდინირებულ მუშაობას განაგრძობს საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ მისიებთან და საზღვარგარეთ საქართველოს საელჩოებთან. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, საზღვარგარეთ საქართველოს საელჩოებს კიდევ ერთხელ მიეწოდათ კონკრეტული რეკომენდაციები, რაც უნდა გაითვალისწინონ საქართველოში მგზავრობის მსურველმა პირებმა, როგორც მაღალი რისკის ქვეყნებიდან, ასევე ზოგადად ვირუსის გავრცელების პირობებში მოგზაურობის დროს.

„24 საათიან რეჟიმში განაგრძობენ მუშაობას საქართველოს საკონსულო დაწესებულებები საზღვარგარეთ, განსაკუთრებით იმ ქვეყნებში, სადაც მაღალია დაინფიცირების შემთხვევები და სადაც კონცენტრირებულები არიან საქართველოს მოქალაქეები. როგორც საქართველოს მოქალაქეებს, ასევე საქართველოში მოგზაურობის მსურველებს ეძლევათ ინფორმაცია და საჭირო კონსულტაცია საქართველოში მგზავრობის შესახებ და ასევე აუცილებელი პრევენციული ზომების თაობაზე. ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით არსებული რეკომენდაციები გავუზიარეთ ასევე უცხოეთში მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებს დიასპორული ორგანიზაციების სახით. ასევე როგორც ცნობილია არსებული ვითარების გათვალისწინებით, არსებობს შეზღუდვები ფრენებთან და სატრანსპორტო მიმოსვლასთან დაკავშირებით. კვლავ შეჩერებულია ფრენები ჩინეთთან, ირანთან, როგორც სახმელეთო, ასევე საჰაერო მიმოსვლა შევაჩერეთ და ასევე იტალიაში ვირუსის გავრცელების მაღალი მაჩვენებლის გამო ფრენების სიხშირე შეამცირა კომპანია ვიზეარმა და რაინეარმა. ჩვენ განვაგრძობთ მჭიდრო კოორდინაციას საქართველოში აკრედიტებულ საელჩოებთან და ყოველდღიურ რეჟიმში ვახდენთ ინფორმაციის გაცვლას მათთან, როგორც საქართველოში არსებული ვითარების, ასევე მათ ქვეყნებში შექმნილი მდგომარეობის შესახებ“, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე ხვთისიაშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა