რუსთავის მერიაში, კორონავირუსის გავრცელების პრევენციული, სარეკომენდაციო ღონისძიებების დაგეგმვის მიზნით, შეხვედრა გამართა

რუსთავის ა(ა)იპ საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ცენტრის ხელმძღვანელმა დავით ბეგაშვილმა, დღეს რუსთავის მერიაში, კორონავირუსის გავრცელების პრევენციული, სარეკომენდაციო ღონისძიებების დაგეგმვის მიზნით, შეხვედრა გამართა.

რუსთავის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე, საქართველოს პრემიერ - მინისტრის ხელმძღვანელობით შექმნილი, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციის თანახმად, სკოლებში, საბავშვო ბაღებსა და საზოგადოებრივ ტრანსპორტში, სადეზინფექციო სამუშაოების ოპერატიულად ჩატარების გზებზე იმსჯელეს.

შეხვედრას, რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა, მერის მოადგილე ირმა მესხი, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ნინო ქავთარაძე, სახელოვნებო, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა ცენტრის, რუსთავის მუნიციპალური ავტოტრანსპორტის და ბაგა- ბაღების გაერთიანების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

„საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, იმისთვის, რომ სკოლებსა და ბაღებში, რეკომენდირებული, პრევენციული სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარება სრულად მოხდეს, საგაზაფხულო არდადეგები სკოლებსა და საბავშვო ბაღებში მიმდინარე წლის 2 მარტიდან დაიწყება და 16 მარტამდე გასტანს. რეკომენდირებული სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარების მიზნით, არდადეგები ცხადდება რუსთავის სპორტულ, სამუსიკო, სამხატვრო სკოლებსა და მოსწავლე - ახალგაზრდობის ცენტრის წრეებშიც“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო