კაჭრეთში მევენახეთა კონფერენცია გაიმართა

კაჭრეთში მევენახეთა კონფერენცია „მევენახეობის თანამედროვე პრობლემები საქართველოში“ გაიმართა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, კონფერენციის მონაწილეებმა მევენახეობის სექტორში არსებულ გამოწვევებზე და მათი გადაჭრის გზებზე იმსჯელეს. სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის თანამშრომლებმა დარგის სპეციალისტებს მევენახეობის განვითარების პერსპექტივები, ცენტრის მიერ აღდგენილი ვაზის ძველი ქართული ჯიშები და მათი სამეწარმეო პოტენციალი გააცნეს.

„ჯიშური მრავალფეროვნება და მისი დაცვა დღეს ქართული მევენახეობის პრიორიტეტული მიმართულებაა. მის განვითრებას ხელს უწყობს ჩვენი ქვეყნის აგროკლიმატური პირობები. მევენახეთა ერთ-ერთ პრიორიტეტს ვაზის იშვიათი ქართული ჯიშების გაშენება და ღვინის წარმოებაში დაბრუნება უნდა წარმოადგენდეს“, - აღნიშნა სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მევენახეობა-მეღვინეობის სამსახურის უფროსმა, დავით ჩიჩუამ.

მევენახეთა კონფერენცია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერითა და გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებითა უკვე მეორედ იმართება.

კონფერენციას ღვინის ეროვნული სააგენტოს, ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაციის „ელკანა“, „რუისპირის ბიოდინამიური მეურნეობის“, ადგილობრივი თვითმართველობის წარმომადგენლები, მევენახეები და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტის სტუდენტები ესწრებოდნენ.

კონფერენციის დასასრულს, ქვევრის გახსნის ცერემონია და ღვინის გამოფენა-დეგუსტაცია გაიმართა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა