აეროპორტიდან ქუთაისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ პალატაში ახალგაზრდა ქალი გადაიყვანეს

ქუთაისის აეროპორტიდან კლინიკაში კიდევ ერთი მგზავრი გადაიყვანეს. ახალ ინფექციურ საავადმყოფოში პარიზის რეისიდან გადმოყვანილი ახალგაზრდა ქალი ბოქსირებულ პალატაშია მოთავსებული.

საავადმყოფოს ექიმის, თემურ ნადირაძის თქმით, ახალგაზრდა გოგონას ტემპერატურა 37,2 გრადუსი დაუფიქსირდა, შესაბამისად, მედიკოსების გადაწყვეტილებით, პაციენტი დაკვირვების ქვეშ ინფექციურში გადაიყვანეს.

ამ დროისთვის, საავადმყოფოში ბოლო დღეებში საზღვარგარეთიდან ჩამოსული ხუთი პაციენტია განთავსებული, მათგან ორს კორონავირუსი არ დაუდასტურდა, სამ პირთან დაკავშირებით პასუხი ხვალ გახდება ცნობილი.

თემურ ნადირაძე ვარაუდობს, რომ მათი სიმპტომებიდან გამომდინარე, ვირუსი არც აღნიშნულ პაციენტებს დაუდგინდებათ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა