წყალტუბოში სანატორიუმ "საქართველოს" კედელი ჩამოინგრა

წყალტუბოში სანატორიუმ "საქართველოს" კედელი ჩამოინგრა. სანატორიუმში, სადაც დევნილები ცხოვრობენ, სამზარეულოს ორი სართულის კედელი მთლიანად ჩამოინგრა. კედლის ნანგრევები ტერიტორიაზე გაჩერებულ ავტომობილს დაეცა.

სანატორიუმში მცხოვრები დევნილების თქმით, შემთხვევა დილის სამ საათზე მოხდა. მათივე თქმით, ხმაურზე გამოვიდნენ და ნახეს, რომ შენობის ნაწილი იყო დანგრეული.

ადგილობრივები ამბობენ, რომ გაუმართლათ, რადგან შემთხვევა ღამით მოხდა და ამის გამო, არავინ დაშავებულა.

როგორც დევნილები აცხადებენ, ადგილზე ხშირად თამაშობენ ბავშვები. ისინი დახმარებას და შენობიდან გაყვანას ითხოვენ.

"დილის სამ საათზე მოხდა. ხმაურმა გაგვაღვიძა, მიწისძვრა გვეგონა, გამოვედით და ვნახეთ რომ სამზარეულოს კედელი ჩამოინგრა. დაზიანდა ავტომობილი, რომლის მძღოლიც იმ წუთის გადმოსული იყო, შემთხვევით გადარჩა. გადავრჩით, რომ დღე არ მოხდა და არავინ დაშავებულა. აქ ხშირად თამაშობენ ბავშვები", - აცხადებენ ადგილობრივები.

ცნობისთვის, შენობაში ასამდე ოჯახი ცხოვრობს.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა