რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორი - 88 პაციენტის მიღება შეგვიძლია

რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის ლევან გოფოძის განცხადებით, სამედიცინო დაწესებულებას 88 პაციენტის მიღება შეუძლია. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, რესპუბლიკურ საავადმყოფოში მოთავსებულ პაციენტებს კორონავირუსთან დაკავშირებით შესაბამისი გამოკვლევები ჩაუტარდებათ.

„ჩვენ პაციენტების მისაღებად მუდმივად მზად ვართ, რაც მნიშვნელოვანია. რაც შეეხება ტესტირებებს, ამასაც აკონტროლებს და განაგებენ ჩვენი ინფექციონისტები. როგორც კი საჭიროება იქნება, მოვლენ და ჩატარდება პაციენტების სრული ტესტირება. გარდა ამისა, რესპუბლიკურ საავადმყოფოს აქვს თავისი მაღალტექნოლოგიური ლაბორატორია, თუ რაიმე სხვა ანალიზები, ტესტები იქნება საჭირო, მზად ვართ, პაციენტებს ყველა გამოკვლევა ჩავუტაროთ. 88 პაციენტის მიღება შეგვიძლია“,- განაცხადა გოფოძემ.

როგორც რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორი აღნიშნავს, ინფექციონისტები და ვირუსოლოგები აღნიშნავენ, რომ კორონავირუსი ბევრად უფრო ნაკლებად აგრესიული ვირუსია ადამიანის ორგანიზმისთვის, ვიდრე სხვა ვირუსები.

თუმცა, მისი განმარტებით, ვირუსის გავრცელების მაღალი რისკის მქონე ადამიანებმა აუცილებლად უნდა მიმართონ მედიკოსებს, თუ გაციების სიმპტომები და ტემპერატურა ექნებათ.

„ბევრად მძიმე მიმდინარეობის ვირუსები გადაუტანია საქართველოს, მათ შორის იყო H1N1 და ასე შემდეგ. ეს ვირუსი ასეთი აგრესიულობით არ გამოირჩევა. გუშინაც აღვნიშნეთ, რომ ამ ვირუსისთვის დამახასიათებელია უფრო სწრაფი და ფართო გავრცელება იმიტომ, რომ ადამიანი, რომელსაც საერთოდ არ აქვს გამოხატული ვირუსული დაავადებების სიმპტომები, უკვე გამავრცელებელია, თუ იგი კორონავირუსს ატარებს. ამიტომ არის სწორედ საქართველოში ასეთი უპრეცედენტო საკარანტინო ზომები მიღებული. ეს ვირუსი გავრცელების სხვა ტიპით ხასიათდება, მაგრამ როგორც ჩვენი ინფექციონისტები და ვირუსოლოგები აღნიშნავენ, ბევრად უფრო ნაკლებად აგრესიული ვირუსია ადამიანის ორგანიზმისთვის, ვიდრე სხვა დანარჩენი ვირუსები. უბრალოდ, გასათვალისწინებელია ძალიან მნიშვნელოვანი გარემოება-თანმხლები დაავადებების მქონე პაციენტები, როგორებიც არიან მაღალი რისკის ჯგუფი, გულ-სისხლძარღვთა სისტემა, შაქრიანი დიაბეტი, სასუნთქი სისტემის დაავადებები და ასე შემდეგ, ძალიან ყურადღებით უნდა იყვნენ და როგორც კი, გაციების სიმპტომები და ტემპერატურა გამოჩნდება, აუცილებლად უნდა მიმართონ სამედიცინო დაწესებულებებს იმისთვის,რომ თავიდან ავიცილოთ ის გართულებები, რომლებიც შემდგომში სიკვდილის მიზეზი ხდება“,-განაცხადა გოფოძემ.

მისი განმარტებით, რესპუბლიკური საავადმყოფოს ბრიგადები პაციენტების მისაღებად მუდმივ მზადყოფნაში არიან.

„ჩვენ ვალდებული ვართ, მივიღოთ პაციენტები და მათ სრული სერვისი მივაწოდოთ. ამიტომაც, ბრიგადები მუდმივ მზადყოფნაში იქნებიან ამ დღეების განმავლობაში, სანამ საკარანტინო ზონა ვართ. გვყავს ორი უცხოელი პაციენტი, თუ არ ვცდები, აზერბაიჯანელები, რომლებიც ძალიან კარგად არიან და სახლში გაშვებას ითხოვენ, დანარჩენი ქართველები არიან. თუმცა, პაციენტებს განვუმარტეთ, რომ კლინიკიდან ვერ გავუშვებთ, სანამ არ გვექნება ინფექციონისტების დასკვნა, რომ პაციენტები თავისუფლები არიან“,-განაცხადა გოფოძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა