ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაღობილევში ყაჩაღობა მოხდა. არსებული ინფორმაციით, წაღებულია გარკვეული რაოდენობის თანხა.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით არის დაწყებული და აქტიური საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.