გიორგი ვაშაძე - ძალიან მნიშვნელოვანი მიღწევაა ჩვენი მხრიდან, რომ "ქართული ოცნება" უკან იხევს, რადგან არ გაუვიდა მსოფლიო თაღლითობა

პარტია “ახალი საქართველოს" თავმჯდომარის გიორგი ვაშაძის განცხადებით, ოპოზიცია ვერ დათანხმდება საარჩევნო სისტემას 110/40-ზე, რადგან, მისი თქმით, ისინი ვერ მოატყუებენ საზოგადოებას, რომ ეს პროპორციული არჩევნებისკენ გადადგმული ნაბიჯია.

ვაშაძის თქმით, მათთვის "სკამებზე და თითო ადგილზე ვაჭრობას აზრი არ აქვს და დემოკრატიული პროპორციული არჩევნები უნდა ჩატარდეს".

"მე ვფიქრობ, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მიღწევა ჩვენი მხრიდან, რომ "ქართული ოცნება" უკან იხევს იმიტომ, რომ ის არის უმძიმეს ვითარებაში და არ გაუვიდა ეს მსოფლიო თაღლითობა, რომელიც მას ჰქონდა, მაგრამ პირდაპირ გეუბნებით, რომ ცალკე აღებულს 110/40-ზე ჩვენ ვერ დავთანხმდებით, რადგან ვერ მოვატყუებთ ხალხს, რომ ეს არის პროპორციულისკენ გადადგმული ნაბიჯი. ვერ დავთანხმდებით იმიტომ, რომ ჩვენთვის სკამებით და თითო ადგილით ვაჭრობას არ აქვს მნიშვნელობა, ჩვენთვის მთავარია, ის მისწრაფება, რაც ჩვენ გვქონდა საპროტესტო ტალღის დაწყების დღიდან. ჩვენ გვინდა ნორმალური, დემოკრატიული პროპორციული არჩევნები სადაც თითოეულ მოქალაქეს ექნება გარანტია, რომ ვისაც ხმას აძლევს ის არის პროპორციულად წარმოდგენილი პარლამენტში. ეს არის შველა გაჭირვების, უმუშევრობის, რაც დღეს ქვეყანაში არის. რა ჰქვია იმას, რასაც აკეთებს "ქართული ოცნება"? ამას ჰქვია მანდატებით ვაჭრობა და საკუთარი თავის ილუზიებში შეყვანა, რომ თითქოს აქვთ რესურსი ხელისუფლებაში დარჩნენ",-განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

იხილეთ ვიდეო

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა