მეუფე ნიკოლოზი  - ღვინო არის ანტისეპტიკი და მასში გაწმენდილი კოვზი ბაქტერიებისგან თავისუფალია - ზიარების დროს ერთჯერადი კოვზების გამოყენება პრინციპულად არასწორია

ღვინო არის ანტისეპტიკი და მასში გაწმენდილი კოვზი ბაქტერიებისგან თავისუფალია, რაც შეეხება ერთჯერადი კოვზების გამოყენებას, ეს პრინციპულად არასწორია ,- ამის შესახებ ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტმა, მეუფე ნიკოლოზმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ღვინო, რომლითაც ვეზიარებით, ქრისტეს სისხლია და “წვავს და განწმენდს ყველაფერს”.

“ღვინო, რომელიც ბარძიმში გარდაიქმნება სისხლად, რითიც ვეზიარებით, არის ანტისეპტიკი, რელიგიური შინაარსის გარეშე რომ ვთქვათ. ღვინოში გაწმენდილი კოვზი არის თავისუფალი ბაქტერიებისგან. რაც შეეხება ერთჯერად კოვზებს, ეს არის პრინციპულად არასწორი. იმიტომ რომ, გარდა იმისა, რომ ღვინო სისხლად გარდაიქცევა, გვჯერა, რომ ეს არის ქრისტეს სისხლი და ხორცი, რომელიც თვითონ წვავს ყველაფერს და განწმენდს ყველანაირ ავადმყოფობას”,- განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.

რაც შეეხება ხატებთან შეხებას, მეუფე ამბობს, რომ ეკლესია მრევლს რეკომენდაციას ვერ მისცემს, რომ ხატებს არ ემთხვიონ.

“ხატებს ვინც ემთხვევა, იმას რომ ეს აუკრძალო, მისთვის ეს ბევრად უფრო მძიმე ზიანი იქნება მისი სულიერი ცხოვრებისთვის, ვიდრე კორონავირუსი. არავის ვავალდებულებთ, რომ ხატებს ემთხვიონ. თუ ადამიანი იმის შიშით, რომ გადაედება, არ ემთხვევა, თუ შეუძლია ამის გაკეთება, ნუ გააკეთებს, მაგრამ ჩვენ ამაზე რეკომენდაციას ადამიანებს ვერ მივცემთ”,- განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.

მისი თქმით, ადამიანისთვის პანიკა ბევრად უფრო საზიანოა, ვიდრე თავად ვირუსი და მრევლს მოუწოდებს პატრიარქის ლოცვა-კურთხევის მიხედვით, სახლს ნაკურთხი წყალი ასხურონ.

“რაც შეეხება კორონავირუსს, აბსოლუტურად დავაზუსტე და გავარკვიე, რომ ბავშვებში არის სულ ერთი თუ ორი შემთხვევა. პატარა ბავშვებში კორონავირუსი არ ვრცელდება. საშუალო ასაკის ადამიანებში კორონავირუსი ვრცელდება, მაგრამ ჯანმრთელ ადამიანს ძირითადად მკურნალობის გარეშე გადააქვს. რაც შეეხება ასაკოვან ადამიანს, მათთვის საბედისწეროა, თუ არ უმკურნალე დროზე. ძირითადი შემთხვევები მსოფლიოში სიკვდილიანობის ასაკოვან ადამიანებთან არის დაკავშირებული. ამიტომ, რა თქმა უნდა, სერიოზულად უნდა შევხედოთ ამას, მაგრამ მეორე მხრივ, პანიკის ატეხვა არაა სწორი. ქართველებს გვაქვს ასეთი ანდაზა: დედის წინ მორბენალ კვიცს ან მგელი შეჭამს ან მგლის ფერი ძაღლიო. მგელი არის ეს კორონავირუსი და მგლისფერი ძაღლი არის პანიკა, რომელიც უფრო საშიშია, ვიდრე თვითონ კორონავირუსი, ამიტომ მოვუწოდებ მოსახლეობას, ნუ მიეცემით პანიკას. პატრიარქმა ასეთი რამ თქვა, ყოველ დილას და საღამოს ნაკურთხი წყალი ვასხუროთ სახლში, რამდენმა ადამიანმა შეასრულა ეს ლოცვა-კურთხევა? გააკეთეთ და არ მოგეკარებათ ეს კორონავირუსი”,- განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.

გიორგი მელაშვილი - ომის შესახებ მეხსიერების წაბილწვა ხდება იარაღი დეკლარირებული საგარეო კურსის შესაცვლელად
ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 13.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა
„ცისკარი S90“ საქართველოს ანტარქტიდის პირველ კომბინირებულ ექსპედიციას იწყებს
Turbo - კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
სილქნეტმა საქართველოში პირველი Tier III სერტიფიცირებული კომერციული მონაცემთა ცენტრის მშენებლობა დაიწყო
„დიემჯი ჯგუფი” „ლაგუნა ვერეს“, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ეროვნულმა ნაკრებმა IOAI 2026-ზე ისტორიული შედეგი აჩვენა - 7 მედალი და საპატიო სიგელი
Skillwill-ში პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების (QA) სადიპლომო პროგრამაზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო
ჩუღურეთის რაიონში ხორციელდება მასშტაბური მწვანე პროექტი, რომელიც მარტივად უკავშირდება ქალაქის ცენტრს