აკაკი საღირაშვილი - ეკონომიკის სამინისტრო ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით რისკის მატარებელ მგზავრებთან დაკავშირებით ავიაკომპანიებისგან მიღებულ ინფორმაციას შესაბამის სამთავრობო უწყებებს ოპერატიულად აწვდის

ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტო აქტიურ რეჟიმში მუშაობს იმ ავიაკომპანიებთან, რომლებიც მაღალი რისკის ზონებად განსაზღვრული ქვეყნებიდან საქართველოში მგზავრების საჰაერო გზით შემოყვანას უზრუნველყოფენ. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან აცნობეს.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის აკაკი საღირაშვილის განცხადებით, რისკის მატარებელ მგზავრებთან დაკავშირებით ავიაკომპანიებისგან მიღებულ ინფორმაციას სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ოპერატიულად აწვდის როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საზღვრების მართვისა და კოორდინირების მთავარ სამმართველოს, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტისა და საგანგებო სამსახურის წარმომადგენლებს, ასევე ჯანდაცვის სამინისტროს შემდგოში რეაგირების მიზნით.

„ინფორმაციის შეგროვება და გადაგზავნა ხორციელდება იმ მოქალაქეებზე, რომლებიც ბოლო ორი კვირის განმავლობაში რისკის ზონის ქვეყნებში იმყოფებოდნენ. ეს ინფორმაცია მოგვეწოდება მგზავრის ბორტზე რეგისტრაციის მომენტიდან და აისახება პირდაპირ რეჟიმში ჩვენს მონაცემთა ბაზაში“, - განაცხადა აკაკი საღირაშვილმა.

მისი თქმით, შემოწმებას ექვემდებარებიან მხოლოდ რისკის მატარებელი მგზავრები, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ საქართველოში შემომსვლელი მგზავრი ბოლო ორი კვირის განმავლობაში არ იმყოფებოდა ოფიციალურად განსაზღვრულ რისკ ჯგუფის ქვეყანაში, მისი მონაცემების სხვა უწყებებისთვის გადაცემა არ ხდება.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა