აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე და მოადგილე ქვემო სილეზიაში რეგიონულ სამიტზე იმყოფებოდნენ

უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე და უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე მერაბ კარანაძე, ქვემო სილეზიის რეგიონული პარლამენტის მიწვევით, ქვემო სილეზიაში, სამმხრივ რეგიონულ საპარლამენტო შეხვედრას დაესწრნენ. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, თანამშრომლობის სამმხრივი, რიგით მეორე სამიტი ბრანდენბურგის ლანდტაგს, ქვემო სილეზიის სეიმიკსა და აჭარის უმაღლეს საბჭოს შორის თანამშრომლობის გაღრმავებასა და ერთობლივი პროექტების განხორციელებას ისახავს მიზნად.

მომდევნო სამმხრივი შეხვედრა ქ. ბათუმში, მიმდინარე წლის სექტემბერში გაიმართება და მას ახალგაზრდა ლიდერებიც დაესწრებიან.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა