ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური ვეტერანებს ბიზნეს-პროექტების შედგენაში ორგანიზაციულ ხელშეწყობას სთავაზობს

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის პროექტების მართვისა და დაგეგმვის ჯგუფი ორგანიზაციულ დახმარებას სთავაზობს უწყების იმ ბენეფიციარებს, რომელთაც კონკრეტული ბიზნეს პროექტები, ბიზნეს იდეები და წინადადებები აქვთ. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურიდან აცნობეს.

„მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობა სოფლის მეურნეობის, მცირე მეწარმეობისა და ტურიზმის სფეროში გულისხმობს: შესაბამისი ბიზნეს-გეგმისა და საჭირო დოკუმენტაციის სრული პაკეტის მომზადებას და, ასევე, შესაბამის სახელმწიფო უწყებებსა და სხვადასხვა დონორ ორგანიზაციებთან შუამდგომლობის გაწევას დაფინანსების მოსაპოვებლად.

დაინტერესებულ პირებს, შეუძლიათ, მიმართონ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს“, -აღნიშნულია ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მისამართი: ვ. გორგასლის შესახვევი 12ა. პროექტების დაგეგმვისა და მართვის ჯგუფი. ჯგუფის უფროსი ლელა კიკნაძე. ტელ: 577 18 28 13

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა