საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მოსახლეობა აქციას მართავს

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მოსახლეობა აქციას მართავს. ადგილობრივები, ქალაქის შესასვლელთან შეიკრიბნენ და მერიას მიწების ფარულად გასხვისებაში და ტყუილში ადანაშაულებენ.

მათი თქმით, სამეურნეო სავარგულებს საიჯარო ხელშეკრულებით ფლობდნენ, ვადის გასვლის შემდეგ ხელისუფლებას დაკანონების მოთხოვნით მიმართეს, თუმცა, მათივე მტკიცებით, მუნიციპალიტეტმა ის მათგან ფარულად გაასხვისა.

აქციის მონაწილეები განმარტავენ, რომ ძირითადი შემოსავალი სოფლის მეურნეობით მიღებული სარგებელია.

„მოგვატყუეს, გვპირდებოდნენ გადაგიფორმებთო, მაგრამ გავიგეთ, რომ „საპარტნიორო ფონდს“ გადასცეს. გაზაფხულია, მიწის დამუშავება გვინდა. მაგით ვირჩენთ თავს, სხვა შემოსავალი არ გვაქვს. ვითხოვთ მერიისგან პასუხს, რატომ მოგვატყუეს. ხომ იცოდნენ, რომ დაკანონებას ვითხოვდით. ვიდრე პასუხს არ გაგვცემენ, პროტესტს გავაგრძელებთ“, - აცხადებენ ადგილობრივები.

მოსახლეობას შეხვდა მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე. მისი თქმით, მოლაპარაკებები დაწყებულია და მიმდინარეობს საკითხის მოგვარება.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა