რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით, სამუშაო შეხვედრა გამართა

რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულმა არჩილ ჯაფარიძემ COVID-19-თან დაკავშირებით, სამუშაო შეხვედრა გამართა, რომელსაც რწმუნებულის მოადგილეები და სამხარეო ადმინისტრაციაში შემავალი სამსახურების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე რეგიონში ამ კუთხით არსებული ვითარება და პრევენციული ზომები განიხილეს, კონკრეტული დავალებები მიიღეს, მათ შორის, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესაბამისად რეგიონის მასშტაბით სკოლებისა და სკოლამდელი დაწესებულებების, ასევე საზოგადოებრივი ტრანსპორტის სადეზინფექციო სამუშაოების განხორციელების შესახებ.

მოადგილეებს დაევალათ მუნიციპალიტეტებში საკოორდინაციო შეხვედრების ჩატარების უზრუნველყოფა, სადაც არსებული სიტუაციის შესახებ ამომწურავი ინფორმაციის მიღება პერიოდულად იქნება შესაძლებელი.

ამასთან, შეხვედრაზე გაცხადდა, რომ სამთავრობო უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციის საფუძველზე რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რეგიონში გაუქმდება 3 და 8 მარტს დაგეგმილი ხალხმრავალი ღონისძიებები საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში.

პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით შექმნილი საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში უკვე ამოქმედებულია საკოორდინაციო სამუშაო ჯგუფები მხარის რწმუნებულების ხელმძღვანელობით. სამუშაო ჯგუფებს კოორდინაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს და საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი რეგიონალურ საკითხებში სოზარ სუბარი უწევენ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა