ირაკლი ქადაგიშვილის ხელმძღვანელობით, კორონავირუსთან დაკავშირებით, რეგიონში შექმნილი საკოორდინაციო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა

დღეს, კახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში, მხარის სახელმწიფო რწმუნებულის, ირაკლი ქადაგიშვილის ხელმძღვანელობით, კორონავირუსთან დაკავშირებით, რეგიონში შექმნილი საკოორდინაციო ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

გაერთიანებულ შეხვედრაში მონაწილეობდნენ საკოორდინაციო ჯგუფის წევრები: მუნიციპალიტეტების საკრებულოს თავმჯდომარეები და მერები, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ადგილობრივი წარმომადგენლები, საგანმანათლებლო რესურს-ცენტრებისა და საბავშვო ბაღების მართვის სააგენტოების ხელმძღვანელი პირები.

რეგიონის მასშტაბით, 2 მარტიდან 16 მარტამდე - საგაზაფხულო არდადეგების პერიოდში, სასწავლო და სააღმზრდელო დაწესებულებებში სადეზინფექციო ღონისძიებები ეტაპობრივად ჩატარდება.

აღნიშნულთან დაკავშირებით, სახელმწიფო რწმუნებულის ხელმძღვანელობით რეგიონში შექმნილი საკოორდინაციო ჯგუფი მუდმივ სამუშაო რეჟიმში დარჩება და კოორდინირებას გაუწევს საპროფილაქტიკო ღონისძიებების გატარებას.

„დღეს, გვქონდა გაფართოებულ რეჟიმში საკოორდინაციო ჯგუფის სამუშაო შეხვედრა. ვიმყოფებით მუდმივ კოორდინაციაში, როგორც ცენტრალურ ხელისუფლებასთან, ასევე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან და ვმოქმედებთ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის მიერ გაცემული კონკრეტული მეთოდოლოგიისა და მითითებების გათვალისწინებით“, - აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის სამმართველოს უფროსმა ნელი ხიზანიშვილმა შეხვედრაზე რეგიონის მასშტაბით არსებული მდგომარეობის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ საკარანტინო სივრცე ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიის დახმარებით მოძიებულია ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, რომელიც საჭიროების შემთხვევაში ამოქმედდება.

შეხვედრის ფარგლებში, ასევე აღინიშნა, რომ სამთავრობო უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციის საფუძველზე, კახეთის რეგიონში, 3 და 8 მარტის მასშტაბური, სადღესასწაულო ღონისძიებები არ ჩატარდება.

პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით შექმნილი საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში უკვე ამოქმედებულია საკოორდინაციო სამუშაო ჯგუფები მხარის რწმუნებულების ხელმძღვანელობით. სამუშაო ჯგუფებს კოორდინაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო და საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი რეგიონალურ საკითხებში სოზარ სუბარი უწევენ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა