ფოთის საჯარო ბაგა-ბაღებში კორონავირუსის პრევენციის მიზნით სადეზინფექციო ღონისძიებები ტარდება

ფოთის საჯარო ბაგა-ბაღებში კორონავირუსის პრევენციის მიზნით, სადეზინფექციო ღონისძიებები საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესაბამისად ტარდება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ფოთის მერიიდან აცნობეს, ყველა ბაღი უზრუნველყოფილია სპეციალური სადეზინფექციო საშუალებებით და პერსონალი ყველა ჰიგიენური წესის დაცვით უზრუნველყოფს ღონისძიებების გატარებას. „ახალი კორონავირუსის საწინააღმდეგოდ, მთელს ქვეყანაში მიმდინარეობს პრევენციული ღონისძიებები. მერის მეთაურობით შექმნილია საკოორდინაციო საბჭო. შაბათს მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ სასწავლო პროცესი შეჩერდეს სკოლამდელ დაწესებულებებშიც. შესაბამისად, შევაჩერეთ სასწავლო პროცესი და დავიწყეთ სადეზინფექციო სამუშაოები ყველა ბაღში. სადეზინფექციო სამუშაოებს ჩვენ ვაწარმოებთ სპეციალური საშუალებებით, რომელებითაც ვახორციელებთ იატაკების, მაგიდის ზედაპირების და ზოგადად ყველა იმ საგნის დამუშავებას, რომელთანაც შემხებლობა აქვთ ბავშვებს, აგრეთვე ხდება კვების ბლოკისა და ჭურჭლის დამუშავება. შესაბამისად, ყველა ბაღი უზრუნველყოფილია ამ საშუალებებით და ჩვენი პერსონალი ყველა ჰიგიენური წესისა და ნორმის დაცვით უზრუნველყოფს ამ სადეზინფექციო ღონისძიებების გატარებას“, - განაცხადა სკოლამდელი გაერთიანების ხელმძღვანელმა, მარინა ზარანდიამ.

ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით შექმნილი საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში უკვე ამოქმედებულია საკოორდინაციო სამუშაო ჯგუფები მხარის რწმუნებულების ხელმძღვანელობით. სამუშაო ჯგუფებს კოორდინაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო და საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი რეგიონალურ საკითხებში სოზარ სუბარი უწევენ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს