ზურაბ ჭიაბერაშვილი - ფინანსთა მინისტრს მთვარობის დადგენილებიდან ერთი თვის განმავლობაში არაფერი გაუკეთებია, რომ მისი ქვემდებარე უწყება სათანადოდ მომზადებულიყო

საქართველოს მთავრობის დადგენილებიდან ერთი თვის განმავლობაში, ფინანსთა მინისტრს არაფერი გაუკეთებია, რომ მისი ქვემდებარე უწყება სათანადოდ მომზადებულიყო, - ამის შესახებ “ევროპული საქართველოს“ წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი აცხადებს.

როგორც ჭიაბერაშვილი ამბობს, ფინანსთა სამინისტრო „თავმოუბმელი და უპასუხისმგებლო” უწყებაა.

„კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღკვეთის ღონისძიებებისა და ვირუსით გამოწვეული დაავადებების შემთხვევებზე რეაგირების გეგმა მთავრობამ 28 იანვარს დაამტკიცა.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 27 თებერვალს დაფიქსირდა.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა მხოლოდ 28 თებერვალს მიმართა შესყიდვების სააგენტოს, რომ ამ უკანასკნელმა ნებართვა მისცეს გამარტივებული წესით შემდეგი საქონლის შესყიდვაზე: სამედიცინო სახარჯი მასალები; სამედიცინო დოლბანდები; სამედიცინო ტანსაცმელი; სამედიცინო ხსნარები; ბოთლები.

ფინანსთა სამინისტროს ეს ყველაფერი სჭირდება იმისათვის, რომ საბაჟო გამშვებ პუნქტებზე საზღვრების კონტროლისას თავად საზღვარზე მდგომი პერსონალი აღიჭურვოს შესაბამისად და არ დაავადდეს.

ფინანსთა მინისტრს მთავრობის დადგენილებიდან ერთი თვის განმავლობაში არაფერი გაუკეთებია, რომ მისი ქვემდებარე ეწყება სათანადოდ მომზადებულიყო. უფრო მეტიც, ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა მხოლოდ 27 თებერვალს გამოსცა მინისტრის ბრძანება სამინისტროს ფარგლებში ოპერატიული გეგმის დამტკიცების შესახებ. ვამბობთ, რომ თავმოუბმელები და უპასუხისმგებლოები არიან და წყინთ. თქვენ რა დასკვნას გააკეთებდით? კიდევ კარგი, ნაკლებსაშიში ვირუსია, თორემ ამათ ხელში არ ვიცი, რა დაგვემართებოდა“, - აცხადებს ჭიაბერაშვილი.

ემილ ავდალიანი - სამხრეთ კავკასიის რეგიონმა დიდი ძალების მეტოქეობის ხანაში შეაბიჯა, დღეს თამაშის ახალი წესები ყალიბდება,  მტკივნეული და გარდამავალი პერიოდია
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2021
არასტანდარტულ დროში არაკონვენციური გადაწყვეტის როლზე: საქმე ხელშესახები შედეგის მისაღწევად
„ლისი დეველოპმენტისა“ და ჰოლანდიური განვითარების ბანკ - FMO-ს შორის 10-წლიანი წარმატებული თანამშრომლობა დასასრულს მიუახლოვდა
ფინკა ბანკი - ექსკლუზიური პირობები ფერმერებს აგრო სესხებზე
„ხალიკ ბანკი საქართველოს“ გრძელვადიანი რეიტინგის მაჩვენებელი BB დონიდან BB+ დონემდე გაუმჯობესდა
საგაზაფხულო შეთავაზება პროექტისგან “მოედანი“
კრიპტალზე ვიზა და მასტერქარდის გამოყენებით ლარის განაღდება უფასო გახდა
ლიბერთისა და ნიუ ვიჟენის პარტნიორობა - აგრო დაზღვევის ახალი სერვისი ფერმერებისთვის
„ტერასა რეზორთ ბაკურიანის“ განსაკუთრებული შეთავაზება აპარტამენტებზე 30 აპრილამდე გრძელდება
სილქნეტმა ინტერნეტ სიჩქარის ტესტირების ჯილდო მსოფლიოში აღიარებული მონაცემთა ტესტირებისა და ანალიტიკის კომპანია Ookla - ოკლასგან მიიღო