ანრი ოხანაშვილი სააკაშვილის შტაბის გახსნაზე - საინტერესოა, ამ ბიბლიოთეკაში თუ მოიძებნება ინფორმაცია, რომ „ნაცმოძრაობას“ ჰყავდა 300 ათასზე მეტი პრობაციონერი, 23 ათასამდე პატიმარი

საინტერესოა, ამ ბიბლიოთეკაში თუ მოიძებნება ინფორმაცია, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ ჰყავდა 300 ათასზე მეტი პრობაციონერი, 23 ათასამდე პატიმარი, - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში მიხეილ სააკაშვილის შტაბის გახსნას.

მისი თქმით, სიმბოლურია, რომ გუნდი, რომელიც ასოცირდებოდა სისტემურ დანაშაულთან, ბიბლიოთეკაში ხსნის შტაბს.

„სიმბოლურია, რომ გუნდი, რომელიც ასოცირდებოდა სისტემურ დანაშაულთან, ბიბლიოთეკაში ხსნის შტაბს. საინტერესოა, ამ ბიბლიოთეკაში თუ უდევთ წიგნები, თუ იდევთ ის დასკვნები და რეკომენდაციები, რომელიც თავის დროზე შეიმუშავეს სახალხო დამცველმა, პარლამენტმა, საერთაშორისო პარტნიორებმა იმის თაობაზე, რომ მათ ჰყავდათ 300 ათასზე მეტი პრობაციონერი, 23 ათასამდე პატიმარი და ა. შ. საინტერესოა, ასეთი ინფორმაცია თუ მოიძებნება ამ ბიბლიოთეკაში იმიტომ, რომ ეს ადამიანები ერთს ამბობენ და მეორეს - აკეთებენ. ასე იყო მათი ხელისუფლებაში ყოფნის დროს, როდესაც მათი სტრატეგია აგებული იყო პროპაგანდაზე, რომ თითქოს დემოკრატიული ნაბიჯები იდგმებოდა, თუმცა რეალურად ადამიანის უფლებები ფეხქვეშ ითელებოდა,“ - განაცხადა ოხანაშვილმა.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია