ოპოზიცია არ გამორიცხავს, რომ კორონავირუსის გამო, თბილისში 4 აპრილს დაგეგმილი აქცია გადაიდოს

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი სერგი კაპანაძე არ გამორიცხავს, რომ თბილისში 4 აპრილს დაგეგმილი აქცია კორონავირუსის გამო გადაიდოს. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, საბოლოო გადაწყვეტილება ქვეყანაში არსებული ვითარების გათვალისწინებით იქნება მიღებული.

„შეხვედრაზე საუბარი გვქონდა, იმ მდგომარეობიდან გამომდინარე, რაც ქვეყანაში შეიქმნა და ზოგადად მსოფლიოშია შექმნილი კორონავირუსთან დაკავშირებით, რადგან უკვე მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამაც აწია საფრთხის დონე. საუბარია იმაზე, რომ მასობრივი ღონისძიებების ჩატარება მიზანშეწონილი არაა ვირუსის გავრცელების საფრთხის გამო, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ თუ ქვეყანაში მდგომარეობა კორონავირუსის კუთხით დამძიმდა ან არ მოხდა დასტაბილურება, მაშინ შეიძლება განვიხილოთ 4 აპრილის აქციის გადადება. იქიდან გამომდინარე, რომ საფრთხე არ შეექმნათ ჩვენს თანამოქალაქეებს“, - აღნიშნა კაპანაძემ ოპოზიციური პარტიების ლიდერების შეხვედრის დასრულების შემდეგ.

აღნიშნულ საკითხზე საუბრისას „ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ განაცხადა, რომ ოპოზიცია იმოქმედებს სიტუაციის მიხედვით.

„სიტუაციის მიხედვით ვიმოქმედებთ 4 აპრილის აქციასთან დაკავშირებით. თუ პანდემიის გავრცელების საფრთხე იქნება, აქცია გადაიდება. თუ ამ დროს ქვეყანაში ეს პრობლემა არ იქნება, აქცია ჩატარდება“, - განაცხადა ბურჯანაძემ.

ანდრო  გოცირიძე - დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ნებსით თუ უნებლიედ, რუსეთს ან არ აღიქვამს საფრთხედ, ან ამ საფრთხის შემცირების მეტად თავისებური გეგმა აქვს, რაც, სამწუხაროდ, ჩემი აზრით, რუსეთის წისქვილზე უფრო ასხამს წყალს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!