ბათუმის მერიამ კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, სადეზინფექციო სამუშაოები დაიწყო

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ბათუმის მუნიციპალურ საბავშვო ბაღებში სადეზინფექციო ღონისძიებები დაიწყო.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს, ასევე დაიწყო მუნიციპალური ავტობუსების სპეციალური ხსნარებით დამუშავება.

მათივე ინფორმაციით, შეხვედრა გაიმართა მიკროავტობუსების კომპანიების წარმომადგენლებთან, რომელთაც სადეზინფექციო სამუშაოებთან დაკავშირებით შესაბამისი რეკომენდაციები მიეცათ.

„პრევენციის მიზნით, გაუქმდა მუნიციპალიტეტის ორგანიზებით დაგეგმილი ხალხმრავალი ღონისძიებები. დროებით შეწყდა დელფინარიუმში წარმოდგენები. ხსნარებით იწმინდება მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობები“, - აღნიშნულია ბათუმის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი