შიდა ქართლში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, შესაბამისი ღონისძიებები ჩატარდება

ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციასთან დაკავშირებით რეგიონებში შესაბამისი ღონისძიებები მიმდინარეობს. შიდა ქართლში არსებულ ვითარებასა და პრევენციულ ღონისძიებებთან დაკავშირებით მხარის რწმუნებულმა საკოორდინაციო სამუშაო ჯგუფთან შეხვედრა გამართა.

შეხვედრას შიდა ქართლის რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები, საკრებულოს თავმჯდომარეები, რესურსცენტრების ხელმძღვანელები, სურსათის ეროვნული სააგენტოსა და ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენელები ესწრებოდნენ. რეგიონში არსებული ვითარებასა და პრევენციულ ზომებზე მსჯელობისას, უწყების თითოეულმა წარმომადგენელმა სახელმწიფო რწმუნებულს არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდა. ამასთან, დაგეგმილია საგანმანათლებლო და სააღმზრდელო დაწესებულებებში სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარება. რეგიონებში მოქმედ სამუშაო ჯგუფებს კოორდინაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო და საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი რეგიონალურ საკითხებში სოზარ სუბარი უწევენ. უკვე ცნობილია, რომ სამთავრობო უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციის საფუძველზე, შიდა ქართლის რეგიონში უქმდება 3 და 8 მარტს დაგეგმილი ხალხმრავალი ღონისძიებები საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში.

ვაჟა ბერიძე - ქართული სახელმწიფოებრიობა საფრთხეშია - ჩვენ ისევ დასამტკიცებელი გვაქვს, რომ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას ვიმსახურებთ
ნათია ფიფია - დასავლურ საგანმანათლებლო სისტემასთან მიახლოება ხანგრძლივი პროცესია და მოითხოვს, ერთი მხრივ გლობალურ გამოწვევებს ვუპასუხოთ, მეორე მხრივ, მივუახლოვდეთ ქართულ რეალობასთან მორგებულ დასავლურ სტანდარტებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
BGA-ს დამფუძნებლები გენერალური პროკურორისგან ირაკლი გილაურის წინააღმდეგ საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვენ
სიახლე PSP-ში - ოლიგოთერაპიის ლიდერი ფრანგული ბრენდი „ლაბორატორია გრანიოს” პროდუქტები უკვე საქართველოშია
ახალი ლოკაციები, მაღალი ხარისხი - „რომპეტროლი“ ქსელის გაფართოებას განაგრძობს