მამუკა მდინარაძე - სააკაშვილი ეცდება თავის გარშემო შემოიკრიბოს და „დააბულინგოს“ ოპოზიციური სპექტრის დიდი ნაწილი

სააკაშვილი ეცდება თავის გარშემო შემოიკრიბოს და „დააბულინგოს“ ოპოზიციური სპექტრის დიდი ნაწილი, რომ თავის დაკრულზე იარონ, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში მიხეილ სააკაშვილის შტაბის გახსნის საკითხს გამოეხმაურა.

მამუკა მდინარაძის განცხადებით, სააკაშვილს ავტორიტარული თვისებები აქვს.

„ავტორიტარული ემოციები, თვისებები ამ კაცს აქვს და ვერასდროს იტანს, რომ ერთ- ერთია მათ შორის, ვინც შეიძლება ოპოზიციურ სპექტრს წარმოადგენდეს. ამისი გამოვლინებები ხშირად ვნახეთ. მის ქმედებებზე პასუხს ჩვენ ნუ მოგვთხოვთ. ყოველ შემთხვევაში ზუსტად ვიცი, რომ ის ეცდება თავის გარშემო შემოიკრიბოს და დააბულინგოს მათ შორის ოპიზიციური სპექტრის დიდი ნაწილი, რომ თავის დაკრულზე იარონ. ამას თუ აყვებიან სხვა ოპონენტები მათი საქმეა, მათზე იმოქმედებს და ამომრჩეველიც შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს,"- განაცხადა მდინარაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა