აჭარის ტელევიზიაში არსებული ალტერნატიული პროფკავშირების წევრები გაფიცვისთვის პროცედურებს იწყებენ

აჭარის ტელევიზიაში შექმნილი ალტერნატიული პროფკავშირების წევრები გაფიცვისთვის პროცედურებს იწყებენ. მათ, შესაბამისი დოკუმენტები არხის ადმინისტრაციას უკვე ჩააბარეს.

როგორც ალტერნატიული პროფკავშირების ხელმძღვანელი მალხაზ რეხვიაშვილი აცხადებს, ხვალიდან ჯანდაცვის სამინისტროს ჩართულობით მედიაციის პროცესი დაიწყება.

მისივე თქმით, ალტერნატიულ პროფკავშირების წევრებს მოთხოვნები აქვთ და თუ მოლაპარაკება მხარეებს შორის არ შედგება, მაუწყებლის თანამშრომლებს 21 დღის შემდეგ გაფიცვის უფლება ექნებათ.

„პირველი არის სტატუს-კვოს აღდგენა, მეორე-უმთავრესი საკითხია სარედაქციო დამოუკიდებლობის გარანტიები, მესამე-შრომითი უფლებები, რომელიც სარედაქციო დამოუკიდებლობასთანაა გადაჯაჭვული. ადამიანებმა, რომლებიც ქმნიან მაუწყებელს, უნდა იგრძნონ თავი დაცულად და არ ჰქონდეთ იმის შიში, რომ საინფორმაციო პოლიტიკა შეიცვლება ან შეუცვლიან შრომით ხელშეკრულებას. მეოთხე, არის სტრატეგიული ხედვა იმის შესახებ, თუ როგორ უნდა განვითარდეს მაუწყებელი და როგორ უნდა იმართებოდეს. ამ ვითარებაში მენეჯმენტსაც კი არა აქვს წარმოდგენა, მაგალითად, მომავალ წელს მაუწყებელი როგორი უნდა იყოს. საით მიდის მაუწყებელი, არავინ იცის",- განაცხადა ალტერნატიული პროფკავშირის ხელმძღვანელმა.

ალტერნატიულ პროფკავშირებში მაუწყებლის 90- მდე თანამშრომელია გაწევრიანებული.

ცნობისთვის, აჭარის ტელევიზიაში მიმდინარე პროცესებში ჟურნალისტები ხელისუფლების კვალს ხედავენ, მათ მიაჩნიათ, რომ ახლად არჩეული დირექტორი კონკრეტულ თანამშრომლებს დევნის და სარედაქციო პოლიტიკის შეცვლას ცდილობს. თავის მხრივ, არხის დირექტორი ჟურნალისტების ბრალდებას უარყოფს

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა