შვიდი წლის ბავშვს, რომელიც ქუთაისის ახალ ინფექციურ საავადმყოფოში მკურნალობდა, კორონავირუსი არ დაუდასტურდა

შვიდი წლის ბავშვს, რომელიც ქუთაისის ახალ ინფექციურ საავადმყოფოში მკურნალობდა კორონავირუსი არ დაუდგინდა.

კლინიკა „ელ.ჯი და კომპანიის" ექიმის დიანა ზვიადაძის თქმით, ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, მან დედასთან ერთად საავადმყოფო დატოვა და მკურნალობას სახლში გააგრძელებს.

ექიმის ინფორმაციით, ამ დროისთვის ექვსი პაციენტი მკურნალობს და ანალიზები ლუგარის ლაბორატორიაშია გადაგზავნილი. მისივე თქმით, ჯერჯერობით კორონავირუსის შემთხვევა არ გამოვლენილა.

ექიმის განცხადებით, კლინიკაში ზუგდიდიდან შესულ პაციენტს აკვირდებიან, თუმცა მას სიმპტომები არ აქვს. პაციენტები სიმპტომების შესაბამისად ბოქსირებულ და ნახევრადბოქსირებულ განყოფილებებში არიან მოთავსებული.

ემილ ავდალიანი - სამხრეთ კავკასიის რეგიონმა დიდი ძალების მეტოქეობის ხანაში შეაბიჯა, დღეს თამაშის ახალი წესები ყალიბდება,  მტკივნეული და გარდამავალი პერიოდია
ქართული პრესის მიმოხილვა 14.04.2021
როგორ ჩატარდება ერთიანი ეროვნული გამოცდები? - შარშანდელ რეკომენდაციებში შესაძლოა, კორექტირება შევიდეს - ინტერვიუ სოფიო გორგოძესთან
გიორგი კეკელიძის ახალი ინიციატივა: აპრილი წიგნის ჩუქების თვედ გამოცხადდეს
თანაბარი განათლება მაღალმთიანი სოფლების ბავშვებს
ვასილ ხოდელი - ლიბერთის ნებისმიერი სესხი გაიცემა საბაზრო პირობებით