საქართველო-აზერბაიჯანის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე ერთ მოქალაქეს, რომელსაც ტემპერატურა დაუფიქსირდა, ქვეყანაში შემოსვლის უფლება არ მისცეს

საქართველო-აზერბაიჯანის ლაგოდეხის სასაზღვრო-გამშვები პუნქტიდან დღეს აზერბაიჯანის ერთ მოქალაქეს, რომელსაც მაღალი ტემპერატურა დაუფიქსირდა, საზღვრის გადმოკვეთის უფლება არ მისცეს.

გადაწყვეტილების მიზეზებზე დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის ლაგოდეხის სამსახურის უფროსმა ისაუბრა.

როგორც მაკა ხმალაძე ამბობს, იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს ტერიტორიაზე შემოვიდოდა აუცილებელი იყო საკარანტინო ზონაში გადაეყვანათ, რაზეც ქალმა უარი განაცხადა და აზერბაიჯანში დარჩენა ამჯობინა.

ბოლო რამდენიმე დღეში საქართველო-აზერბაიჯანის ლაგოდეხის სასაზღვრო-გამშვები პუნქტიდან ქვეყანაში შემოსვლაზე უარი რამდენიმე ადამიანს ეთქვა, ნაწილს მაღალი ტემპერატურის, ნაწილს კი ირანში მოგზაურობის გამო. ის მოქალაქეები, რომლებიც ვირუსის გავრცელების არეალის ქვეყნებიდან საზღვრის გადმოკვეთას შეძლებენ და მათ კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები აღმოუჩნდებათ, ლაგოდეხის საბაჟო-გამშვებ პუნქტთან სპეციალური კარავია გაშლილი, სადაც მოქალაქეები სპეციალური სამედიცინო ტრანსპორტირებამდე თავსდებიან.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო