აფხაზეთის მთავრობა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში დაგეგმილ ღონისძიებებს აუქმებს

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ითვალისწინებს რა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ გაცემულ რეკომენდაციებს, აუქმებს საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში მიმდინარე პერიოდისთვის დაგეგმილ ღონისძიებებს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ აფხაზეთის მთავრობიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობაში ამოქმედებულია ცხელი ხაზი 143, რომლითაც შეუძლიათ ისარგებლონ საქართველოს, მათ შორის, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებმა მოქალაქეებმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო