„გორმედის“ ქსელის ხაშურის საავადმყოფოდან გორის სამხედრო ჰოსპიტალში ოთხი პაციენტი გადაიყვანეს

„გორმედის“ ქსელის ხაშურის საავადმყოფოდან გორის სამხედრო ჰოსპიტალში ოთხი პაციენტი გადაიყვანეს.

აღნიშნული პაციენტებიდან ორი მათგანი ირანის მოქალაქე, ორი კი მათთან კონტაქტში მყოფი პირია.

ხაშურის საავადმყოფოს ექიმების განცხადებით, ვირუსული ინფექციისთვის დამახასიათებელი სიმპტომები ირანის მოქალაქეებს 31 და 34 წლის მამაკაცებს მკვეთრად აქვთ გამოხატული.

მათთან კონტაქტში მყოფ პირებს რაიმე სიმპტომები არ აღენიშნებათ, თუმცა, ჰოსპიტალის საკარანტინო ზონაში მათი გადაყვანის გადაწყვეტილება მოხდა იმ ფაქტორის გათვალისწინებით, რომ მათ გარკვეული პერიოდის განმავლობაში კონტაქტი ჰქონდათ ირანიდან 23 თებერვალს შემოსულ პირებთან.

„მოგვმართა ირანის ორმა მოქალაქემ, ვინაიდან გაირკვა, რომ მათ 23 თებერვალს ჰქონდათ საზღვარი გადმოკვეთილი. შემოსვლისთანავე მოთავსდნენ ბოქსში. აღენიშნებოდათ 38 გრადუსი ტემპერატურა, ზოგადი მდგომარეობა არ არის მძიმე. ჩვენ ვაცნობეთ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრს, ასევე, გავითვალისწინეთ დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციები, მივიღეთ შესაბამისი ზომები, გამოძახებული იყო ბრიგადა და პაციენტები გადაყვანილები არიან გორში“ ,- განაცხადა ექიმმა ინგა მაისურაძემ.

შეგახსენებთ, რომ „გორმედის“ ქსელის ხაშურის საავადმყოფოს ვირუსული ინფექციის სიმპტომებით თვითდინებით 3-მა პირმა მიმართა. აღნიშნული სამი პირიდან, 2 ახალგაზრდა მამაკაცი ირანის მოქალაქეა, ახალგაზრდა ქალი კი საქართველოს მოქალაქეა. ირანის მოქალაქეების განცხადებით, მათ საქართველოს საზღვარი 23 თებერვალს გადმოკვეთეს. ვირუსული ინფექციისთვის დამახასიათებელი სიმპტომები კი დღეს დილით ხაშურის მუნიციპალიტეტში ერთ-ერთ სასტუმროში ყოფნისას შენიშნეს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა