ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში მყოფ შუახნის მამაკაცს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

ბათუმში, ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში მყოფ შუახნის მამაკაცს კორონავირუსი არ დაუდასტურდა. კვლევის შედეგები ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი.

როგორც აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ნინო ნიჟარაძე აცხადებს, შუახნის მამაკაცმა, ბათუმის ინფექციური საავადმყოფო უკვე დატოვა. ის იტალიიდან გუშინ ჩამოვიდა და მას ტემპერატურა აღენიშნებოდა.

"პაციენტს, რომელიც გუშინ მოათავსეს სამედიცინო კარანტინში კორონავირუსი ლაბორატორიულად არ დაუდგინდა. მან დატოვა სამედიცინო დაწესებულება და თვითიზოლაციაში გააგრძელებს მეთვალყურეობას, თუმცა ის პრაქტიკულად ჯანმრთელია. რაც შეეხება მეორე შემთხვევას, მისი ნიმუშის ტრანსპორტირება ხვალ დილით მოხდება. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია," - განაცხადა ნინო ნიჟარაძემ.

ცნობისთვის, ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში კიდევ ერთი მოქალაქე იმყოფება. აღნიშნული პაციენტის კვლევის შედეგი ხვალ გახდება ცნობილი.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა