კორონავირუსთან დაკავშირებით, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რწმუნებულის ხელმძღვანელობით, მუნიციპალიტეტებში საკოორდინაციო სამუშაო შეხვედრები გაიმართა

COVID-19-თან დაკავშირებით, სახელმწიფო რწმუნებულის არჩილ ჯაფარიძის ხელმძღვანელობით, მუნიციპალიტეტებში საკოორდინაციო სამუშაო შეხვედრები გაიმართა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, შეხვედრებს ამბროლაურის, ონის, ცაგერისა და ლენტეხის მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელი პირები, რესურსცენტრების, ბაგა-ბაღების გაერთიანებების, საზოგადოებრივი ტრანსპორტისა და დაავადებათა კონტროლის ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.

“როგორც საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა ზურაბ ნემსიწვერიძემ განაცხადა, რეგიონში მაღალი რისკის მქონე ქვეყნებიდან შემოსულია 6 ადამიანი, რომელთაც არ აღენიშნებათ ჩივილები, არ აქვთ ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები, იმყოფებიან მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ თვითიზოლაციის პირობებში.

შეხვედრაზე რეგიონში ამ კუთხით არსებული ვითარება და პრევენციული ზომები განიხილეს, კონკრეტული დავალებები მიიღეს, მათ შორის, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესაბამისად რეგიონის მასშტაბით სკოლებისა და სკოლამდელი დაწესებულებების, ასევე საზოგადოებრივი ტრანსპორტის სადეზინფექციო სამუშაოების განხორციელების შესახებ.

მხარის რწმუნებულის განცხადებით, რეგიონის ოთხივე მუნიციპალიტეტში გამოყოფილია საკარანტინო ზონები, რომლებიც შესაბამისად აღჭურვილია, რეგიონში ყველა შესაბამისი პირობა გათვალისწინებულია ვირუსთან საბრძოლველად, დაწყებულია პრევენციული ღონისძიებები და ამ ეტაპზე გავრცელების საფრთხე არ არსებობს.

პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით შექმნილი საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში უკვე ამოქმედებულია საკოორდინაციო სამუშაო ჯგუფები მხარის რწმუნებულების ხელმძღვანელობით. სამუშაო ჯგუფებს კოორდინაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს და საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი რეგიონალურ საკითხებში სოზარ სუბარი უწევენ”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა