თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, პრემიერ-მინისტრი დაპირდა, რომ ინფექციური საავადმყოფო ერთ წელიწადში ახალ შენობაში გააგრძელებს მუშაობას

ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წავიდა, ინფექციური საავადმყოფო ერთ წელიწადში ახალ შენობაში განაგრძობს მუშაობას.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ თენგიზ ცერცვაძემ განუცხადა, ლუბლიანას ქუჩაზე სამედიცინო ინოვაციების ცენტრის უკვე აშენებული შენობის ყიდვისა და მასში ინფექციური საავადმყოფოს განთავსების გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მას პირადად გააცნო.

„ის შენობა, რომელშიც ახლა ინფექციური საავადმყოფოა განთავსებული, 2009 წელს, მაშინდელმა ხელისუფლებამ მიჰყიდა „ავერსი ფარმას“ პაატა კურტანიძეს. ამის შემდეგ ტერიტორია და შენობა-ნაგებობები არის პაატა კურტანიძის საკუთრება. ჯანდაცვის სამინისტრო უხდიდა იჯარას, ვმუშაობდით ცუდ პირობებში, მაგრამ ველოდებით ახალი შენობის მოცემას. ზუსტად წელიწადისა და ორი თვის წინ, 2019 წლის დასაწყისში, კურტანიძემ იჯარის გაგრძელებაზე უარი განაცხადა და ამის პირობად მოითხოვა სამი კორპუსის სამრეცხაოს, რეანიმაციისა და ადმინისტრაციის კორპუსის დაცლა. ბუნებრივია ამაზე ჩვენ უარი ვთქვით. ეს რომ არ დავუკმაყოფილეთ მან იჯარა არ გააფორმა. წელიწადი და ორი თვეა ვართ უკანონოდ, მაგრამ უკანონოდ ვართ მისი მიზეზით და არა ჩვენი მიზეზით. შესაბამისად, ნებისმიერ სარემონტო სამუშაოებზე სრული აკრძალვაა. გადაუდებელ სამუშაოებზეც კი.

გასული წლის 30 დეკემბერს,ბატონი გიორგი გახარია შეგვხვდა, ხელთ ჰქონდა დოკუმენტაცია, ესკიზური ნახატები, ნახაზები, სურათები ახალი შენობის - სამედიცინო ინოვაციების ცენტრის. ძალიან კარგად ნაგები შენობაა, 11 სართულიანი, სამედიცინო დაწესებულებისთვის აშენებული შენობაა. ერთადერთი ისაა, რომ ერთ სართულზე აშენებული პალატები უნდა გადაკეთდეს ბოქსირებულ პალატებად, ეს არ არის ძნელი“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

მისივე თქმით, სიძვირის მიუხედავად სახელმწიფო ამ შენობის ყიდვას აპირებს, რადგან ახალი შენობის აშენება დროში გაიწელება.

„სახელმწიფო მზადაა იყიდოს შენობა და გადმოგვცეს ჩვენ და ეს გაკეთდება უახლოეს თვეებში. შემდეგ მას სჭირდება რემონტი დაახლოებით 5-6 თვე და თუ ყველაფერი ისე წავიდა, როგორც ბატონი პრემიერი დაგვპირდა, წლის ბოლოს უნდა შევიდეთ ამ შენობაში. მანამდე სამინისტრო შეეცდება შეუთანხმდეს კურტანიძეს, რომ 1 წლით გაგვიგრძელოს იჯარა, თუმცა საბოლოო შედეგი არ ვიცით, მაგრამ იმედი გვაქვს კურტანიძე ერთი წლით იჯარის გაგრძელებაზე დათანხმდება. თუ არ გამოჩნდა ახალი ხელის შემშლელი გარემოება, წლის ბოლოს უნდა შევიდეთ ამ შენობაში. რაც შეეხება ინვენტარს, რაც კარგია გადავიტანთ და ახალი ინვენტარითაც შევავსებთ“, - განაცხადა ცერცვაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა