გიორგი ვაშაძე - ვაპირებთ ოძისში ჩამოვიდეთ და სამოქმედო გეგმა წარვადგინოთ

სტრატეგია „აღმაშენებლის“ გუნდმა და „ახალი საქართველოს“ თავმჯდომარემ გიორგი ვაშაძემ, სოფელ ოძისში საოკუპაციო ხაზი მოინახულეს, ადგილობრივებსა და დავით ქაცარავას შეხვდნენ და საქართველოს დროშა აღმართეს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ „ახალი საქართველოდან აცნობეს“, ისინი ერთ კვირაში ოძისში ჩასვლასა და სამოქმედო გეგმის წარდგენას გეგმავენ, თუ რა უნდა გაკეთდეს დეოკუპაციისთვის.

ვაშაძის განცხადებით, ხელისუფლებას დეოკუპაციის სტრატეგია უნდა ჰქონდეს შემუშავებული, რათა მუდმივად რუსეთის მხრიდან აგრესიის მსხვერპლი არ ვიყოთ

„რამდენიმე მეტრია აქედან საოკუპაციო ხაზამდე. „ძალა ერთობაშია“, დათო ქაცარავა საოცარ პატრიოტულ საქმე აკეთებს, რომ მუდმივად მონიტორინგს ახორციელებენ და მუდმივად გვაძლევენ ინფორმაციას, რა ხდება საოკუპაციო ზოლზე. ხელისუფლებას აუცილებლად დეოკუპაციის სტრატეგია უნდა ჰქონდეს. რას აკეთებს საოკუპაციო ხაზთან, რას აკეთებს ხვალ,ზეგ იმისათვის, რომ მუდმივად არ ვიყოთ მსხვერპლი რუსეთის მხრიდან აგრესიის. 55 კმ შემოღობეს 2012 წლის შემდეგ რუსმა ოკუპანტებმა და ამის სანაცვლოდ ჩვენ სამწუხაროდ, არაფერს ვაკეთებთ. ხალხს იტაცებენ, გვიკლავენ და ჩვენ არაფერს ვაკეთებთ. ჩვენ ვაპირებთ კიდევ ერთხელ ჩამოვიდეთ აქ, დაახლოებით ერთ კვირაში–ათ დღეში და უკვე სამოქმედო გეგმასაც წარვადგენთ, რა უნდა კეთდებოდეს საქართველოს დეოკუპაციისთვის“, – აცხადებს გიორგი ვაშაძე.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს