ქალი მეწარმეები ლატვიის LDDK ვიცე-პრეზიდენტს, აივა ვიკსნას შეხვდნენ

„ფაბრიკაში" საქართველოს ფერმერთა ასოციაციისა და გაერო-ს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით, დასავლეთ საქართველოში მოღვაწე მეწარმე ქალები ლატვიის LDDK ვიცე-პრეზიდენტს, აივა ვიკსნას შეხვდნენ. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ფერმერთა ასოციაციიდან აცნობეს.

მათივე ცნობით, დასავლეთ საქართველოში მცხოვრებმა ქალმა მეწარმეებმა ლატვიის LDDK ვიცე-პრეზიდენტს, აივა ვიკსნას საკუთარი პროდუქტები გააცნეს, მასთან ერთად საექსპორტო პოტენციალზე იმსჯელეს და სამომავლო თანამშრომლობის გეგმებიც განიხილეს.

„ქალ მეწარმეთა მთავარი გამოწვევა განათლება და ფინანსებზე ხელმისაწვდომობაა, მსგავსი პროექტები კი მათ კვალიფიკაციის ამაღლებასა და დიდი კომპანიებთან კონტაქტების დამყარებაში ეხმარებათ. პროექტის მონაწილე მეწარმე ქალებმა ბიზნესის განსავითარებლად ცოდნისა და კვალიფიკაციის ასამაღლებლად შესაბამისი ტრეინინგები უკვე გაიარეს.

ქალი მეწარმეები გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროექტის "ერთობლივი ძალისხმევა ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის საქართველოში" მონაწილეები არიან, რომელიც ნორვეგიის მთავრობის დაფინანსებითა და საქართველოს ფერმერთა ასოციაციასთან თანამშრომლობით ხორციელდება. აღნიშნული პროექტი საქართველოში ქალთა ეკონომიკური გაძლიერების მხარდაჭერას 2020 წლამდე გააგრძელებს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა