საქართველოს წითელი ჯვრის მოხალისეებმა ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით საინფორმაციო მასალები გაავრცელეს

საქართველოს წითელი ჯვრის მოხალისეებმა ახალ კორონავირუსთან (COVID19) დაკავშირებით საინფორმაციო მასალები გაავრცელეს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებიდან აცნობეს.

მათივე ცნობით, საინფორმაციო ბროშურაში გაწერილია ვირუსზე ზოგადი ინფორმაცია, პრევენცია, პირადი უსაფრთხოების წესები და სოციალური სტიგმის თავიდან აცილების გზები.

„მიუხედავად იმისა, რომ მედიის და სოციალური ქსელების საშუალებებით მუდმივად ხდება საზოგადოების ინფორმირება, აღნიშნულმა კამპანიამ გვანახა, რომ მოსახლეობაში მაინც არსებობს დიდი ინტერესი ამ თემასთან დაკავშირებით.

საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება თავისი მანდატიდან და თემზე დაფუძნებული აქტივობებიდან გამომდინარე აქტიურად თანამშრომლობს ამ სფეროში მომუშავე სამთავრობო და არასამთავრობო ორგნიზაციებთან და ასევე მედიის წარმომადგენლებთან“, -აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა