გორის სამხედრო ჰოსპიტალში 16 პირია მოთავსებული - ლუგარის ცენტრიდან 4 პაციენტის პასუხს ელოდებიან

თავდაცვის სამინისტროს გორის სამხედრო ჰოსპიტალში, სადაც უკვე ორი დღეა საკარანტინო ზონაა მოწყობილი, ამ დროისთვის 16 პირია მოთავსებული.

თავდაცვის სამინისტროს გორის სამხედრო ჰოსპიტალის დირექტორის დავით ბარლიანის განცხადებით, რამდენიმე პაციენტის ანალიზები გადაგზავნილია და ელოდებიან შედეგებს.

“ამ დროისთვის გორის ჰოსპიტალში მოთავსებულია 16 პირი. მათგან ოთხი ირანის მოქალაქეა, 12 საქართველოს მოქალაქე, საიდანაც სამი სამხედრო მოსამსახურეა. ამ დროისთვის ყველა პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

რაც შეეხება ირანის მოქალაქეებს, აღნიშნული პირები საკარანტინო ზონაში შემოვიდნენ მაღალი ტემპერატურით, თუმცა შემდგომ ტემპერატურამ დაიწია. აღებულია ანალიზები, გადაგზავნილია და ველოდებით პასუხებს”, - განაცხადა გორის სამხედრო ჰოსპიტალის დირექტორმა დავით ბარლიანმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო