მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში კორონავირუსის პრევენციის საკითხებზე სამსჯელოდ საკოორდინაციო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა

მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის შალვა კერესელიძის ხელმძღვანელობით, კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი საკოორდინაციო უწყებათაშორისი ჯგუფის შეხვედრა გაიმართა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის აპარატიდან აცნობეს, შეხვედრას სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები, რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელი პირები და თვითმმართველობის შესაბამისი სამსახურების თანამშრომლები, ასევე, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლები დაესწრნენ.

სამუშაო შეხვედრის ფარგლებში, მცხეთა-მთიანეთში COVID 19-ის გავრცელების საწინააღმდეგო ზომებზე იმსჯელეს და ამ მიმართულებით განსახორციელებელი ღონისძიებები დაგეგმეს.

კორონავირუსის პრევენციის მიზნით, უახლოეს დღეებში, სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდება მცხეთა-მთიანეთში არსებულ ყველა სკოლაში, საბავშვო ბაღში, სპორტკომპლექსში, ბიბლიოთეკის, მუზეუმისა და თეატრის შენობებში და საზოგადოებრივ ტრანსპორტში. ასევე, დეზინფექცია ჩაუტარდება იმ სატრანსპორტო საშუალებებს, რომლებიც სკოლების მოსწავლეებსა და საბავშვო ბაღების აღსაზრდელებს ემსახურებათ. შესაბამისი სამუშაოები ამ ეტაპზე უკვე დაწყებულია.

„COVID 19-ის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლა მსოფლიო მასშტაბით მიმდინარეობს. ამ ბრძოლაში ჩვენი ქვეყანაც აქტიურად არის ჩართული. პრემიერ-მინისტრის ინიციატივით შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს პარალელურად, საკოორდინაციო ჯგუფები შეიქმნა რეგიონებშიც, მათ შორის მცხეთა-მთიანეთში. ვთანამშრომლობთ შესაბამის უწყებებთან და ვმუშაობთ, რათა ყველა საჭირო ღონისძიება დროულად და ეფექტიანად განვახორციელოთ“ - აღნიშნა მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა შალვა კერესელიძემ სამუშაო შეხვედრაზე.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით შექმნილი საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში რეგიონებში მოქმედ უწყებათაშორის სამუშაო ჯგუფებს მხარის სახელმწიფო რწმუნებულები ხელმძღვანელობენ. ჯგუფების მუშაობას კოორდინაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო და საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი რეგიონული განვითარების საკითხებში სოზარ სუბარი უწევენ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა