კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტზე საველე კარავი დამონტაჟდა

საქართველოში ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით, სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტზე, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საველე კარავი დამონტაჟდა, სადაც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ მაღალი რისკის ზონებად განსაზღვრული ქვეყნებიდან შემოსული მგზავრები სპეციალურ დაწესებულებაში გადაყვანამდე განთავსდებიან.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ აჭარის მთავრობიდან აცნობეს, სარფის საბაჟო გამშვები პუნქტი აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, აჭარის ჯანდაცვის მინისტრთან, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორთან და საპატრულოს ხელმძღვანელთან ერთად მოინახულა.

,,სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტზე ტარდება ყველა ის ღონისძიება, რომელიც მნიშვნელოვანია კორონავირუსის პრევენციის კუთხით. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა, ჯანდაცვის სამინისტრო, სრულ კოორდინაციაშია საქართველოს მთავრობასთან, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროსთან. ტარდება ყველა ის ღონისძიება, რომელიც დაგეგმილია და ითვალისწინებს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის შესაბამის რეკომენდაციებს. ყველა უწყება მულტისექტორულად, კოორდინირებულად მუშაობს და ხდება ყველა იმ ღონისძიების ეფექტურად გატარება, რაც აუცილებელია ვირუსის პრევენციისთვის. დღეის მდგომარეობით აჭარაში არ ფიქსირდება დაინფიცირების შემთხვევა. ყველა ერთად გავაკეთებთ მაქსიმუმს ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობის დაცვის კუთხით“- განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ მაღალი რისკის ზონებად განსაზღვრული ქვეყნებიდან შემოსული მგზავრები თერმოსკრინინგისა თუ სხვა შესაბამისი პროცედურების გავლის შემდეგ, მოსაცდელი დარბაზის ნაცვლად, ნახევრად თერმულ, თანამედროვე სტანდარტების შესაბამის კარვებში განთავსდებიან. კარავში მუდმივად იმორიგევებს სამედიცინო პერსონალი.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა