პოლიტიკურმა გაერთიანებამ „ლელო საქართველოსთვის“ ქალთა კვირეულის ფარგლებში, 12 ახალი წევრი წარადგინა

პოლიტიკურმა გაერთიანებამ „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერებმა ქალთა კვირეულის ფარგლებში, 12 ახალი წევრი წარადგინა. როგორც წარდგენისას "ლელო საქართველოსთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა, „ლელო საქართველოსთვის" მიიჩნევს, რომ ქალების ჩართულობა პოლიტიკაში უნდა გაიზარდოს და კიდევ უფრო მნიშვნელოვანი უნდა გახდეს.

„ლელო" იზრდება, ყოველდღე ემატება წევრები. რაც მთავარია, ჩვენ უფრო მეტად ვვითარდებით რეგიონებში, მეტი შესაძლებლობა გვექნება, რომ მოსახლეობას გავაცნოთ ჩვენი პროგრამა, ჩვენ გვინდა, რომ თითოეულმა ქართველმა ოჯახმა იგრძნოს სიკეთე. ხაზი მინდა გავუსვა, რომ "ლელოს" მიდგომა იქნება ის, რომ რაც შეიძლება მეტი ლიდერი ქალის წინ წამოწევა მოხდეს, ასევე მათი ჩართვა პოლიტიკაში, გადაწყვეტილების მიღებაში", - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

ქალთა კვირეულის ფარგლებში დღეს წარდგენილი 12 ახალი წევრის სია ასე გამოიყურება: 1. სოფიო შამანიდი 2. მანანა ნაჭყებია 3. ეკატერინე დიასამიძე 4. სალომე მგელაძე 5. თამარ იაშვილი 6. ლეილა მამედოვა 7. ნათია შარაბიძე 8. მანანა თევზაძე 9. მირანდა კუპრავა 10. ანა ბიბილაშვილი 11. მარიამ ხუნდაძე 12. რუსუდან მგელაძე.

ამასთან, ბადრი ჯაფარიძის განმარტებით, "ლელოში" დაფუძნდება ახალი პლატფორმა "ქალთა საბჭო". მისივე თქმით, "ქალთა საბჭოს შემადგენლობაში იქნებიან :ანა ნაცვლიშვილი, სოფიო შამანიდი და დეა მეტრეველი. გარდა ამისა, პოლიტიკური გაერთიანების ინფორმაციით, ქალთა კვირეულის ფარგლებში დაგეგმილია სხვა ღონისძიებები.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა