ფრაქცია „ნაციონალურმა მოძრაობამ“ აჭარის უმაღლესი საბჭოს სხდომებს ბოიკოტი გამოუცხადა

აჭარის უმაღლესი საბჭოს საგაზაფხულო სესია აქციისა და ბოიკოტის ფონზე გაიხსნა. არასამთავრობო ორგანიზაცია „ალტერნატივას" წევრები საკანონმდებლო ორგანოს შენობაში შესვლას ითხოვდნენ, თუმცა დაცვის თანამშრომლებმა უფლება არ მისცეს.

ამასთან, საგანგებო განცხადება გააკეთეს აჭარის უმაღლეს საბჭოში, ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა. ისინი ბოიკოტს უცხადებენ აჭარის უმაღლესი საბჭოს სხდომებს და მოითხოვენ, რომ აჭარაში არჩევნები პროპორციული წესით ჩატარდეს.

„ბოიკოტის რეჟიმში ვრჩებით, სხდომებზე მარტო ვტოვებთ უმრავლესობას და ჰგონიათ, რომ კომფორტში ვტოვებთ, მაგრამ პირობას ვაძლევთ, ეს დიდხანს არ გაგრძელდება, მივაღწევთ, რომ დაპირებული პროპორციული სისტემა მოვიპოვოთ“, - განაცხადა ელგუჯა ბაგრატიონმა.

პროტესტს აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავითა გაბაიძე გამოეხმაურა.

„წლებია „ნაციონალური მოძრაობა“ სხდომებს არ ესწრება. ეს მათი პოლიტიკური არჩევანია, მაგრამ კარგი იქნება თუ გაითავისებენ, რომ ამით აზარალებენ საკუთარი ამომრჩევლის ინტერესს და გაიხსენებენ, რაში იღებს დეპუტატი ხელფასს", - განაცხადა დავით გაბაიძემ.

ცნობისთვის, დღევანდე სხდომაზე საკანონმდებლო ორგანოს დეპუტატები აჭარის ჯანდაცვის მინისტრს ზაალ მიქელაძეს მოუსმენენ. მინისტრი დეპუტატების წინაშე გაწეული საქმიანობის ანგარიშს წარადგენს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა